“ტორპედო ქუთაისი” 1946 წელს ჩამოყალიბდა და უკვე
1949 წელს საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი
"ლოკომოტივი", რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია.
იმის გამო რომ "ლოკომოტივის" რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო
გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის
დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და "ლოკომოტივის" ნაცვლად
მას "ტორპედო" ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გ.ანთაძე.
1959 წლის 21 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური
მატჩი გამართეს შვედეთის, ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით
3:0 დასრულდა. 1959 წლის 3 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის "ალიანსენი"
ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს
-3:3. 1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის
"პალლოსეურა" გაანადგურეს-3:0 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი "ტორპედო"
მე-6 ადგილზე დაასრულა.
„ტორპედომ“
არაერთი დასამახსოვრებელი სეხვედრა ჩაატარა. 1970 წლამდე ინარჩუნებდა ადგილს
უმაღლეს ლიგაში.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ტორპედო"
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს ”დინამოს”
დამარცხება და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ორჯერ მოიპოვა
საქართველოს თასი. გუნდი მონაწილეობდა რეგულარულად ევროტურნირებზე.
ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი:
2000, 2001, 2002 ვერცხლის პრიზიორი:
1999, 2003, 2005 ბრინჯაოს პრიზიორი:
1991, 1994, 2012
საქართველოს თასი:
ჩემპიონი:
1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004, 2011
თურქმენეთის პრეზიდენტის თასი: ჩემპიონი: 2002 ვერცხლის პრიზიორი:
2004
No comments:
Post a Comment