Air Wissol


     ვისოლი ავიასაწვავის ბაზარზე 2007 წელს შევიდა და დღესდღეობით  “ეარ ვისოლი”  თანამედროვე .. ჰიდრანტის სისტემით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის JET A1 და TS1 მარკის ავია საწვავის მიწოდებას საჰაერო ხომალდებისათვის. ჰიდრანტის სისტემა ყველაზე თანამედროვეა და გამოირჩევა უსაფრთხოებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.
საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციამ (IATA) «ეარ ვისოლს” 2009 წელს  „მწვანე ფერი“  მიანიჭარაც  ადასტურებსრომ კომპანია  „ეარვისოლი“  აკმაყოფილებს  საწვავის მიწოდების ყველა საერთაშორისო ნორმას და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, IATA-  მოთხოვნების  შესაბამისად  მუშაობს .“ეარ ვისოლი”  ავიასაწვავს აწვდის ისეთ საერთაშორისო ავიახაზებს, როგორიცაა  Qatar Airlines, Air Astana, Belavia- Belarusian Airlines, China Southern Airlines, Polish Airlines LOT, Pegasus Airlines და Turkish Airlines.
ეარ ვისოლი”- საკუთრებაშია ნავთობ-ტერმინალი, რომელიც განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ და მასში არსებული საწვავის რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 5500 ტონას. კომპანიის ბაზა აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებით და მსგავსად მსოფლიოს წამყვანი ნავთობ ტერმინალებისა აკმაყოფილებს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს (ამერიკის საწვავის ინსტიტუტი (API) და გაერთიანებული საინსპექციო ჯგუფი (JIG)). ტერმინალი აგებულია საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების და კრიტერიუმების ყველა მოთხოვნების გათვალისწინებით და მასში ფუნქციონირებს ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და სისტემის განმუხტველი აპარატურა. ბაზაში განთავსებულია აკრედიტებული ლაბორატორიაც, რომელიც პასუხისმგებელია სარეალიზაციოდ შემოტანილი საწვავის ხარისხზე.

No comments:

Post a Comment