Thursday, May 16, 2013
კომპანიის ისტორია
ვისოლ ჯგუფმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, 2007 წლიდან ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია უმაღლესი ხარისხის, უახლესი ევრო სტანდარტის იტალიური საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია ქვეყანაში. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს ვისოლი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე კორპორატიული ჩიპური ბარათი დანერგა. 2009 წლის მაისიდან კომპანია კორპორატიულ მომხმარებელს ავტოპარკის მართვის უნიკალურ G0 Live სატელიტურ სისტემას სთავაზობს. 2007 წლიდან კომპანია ლოიალურ ფიზიკურ მომხმარებელსაც სთავაზობს ფასდაკლების ბარათს - «პირველ ბარათს». ვისოლი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობსექტორში.
მისი ქვებრენდებია: ვისოლ პეტროლიუმი, ეარ ვისოლი, ვისოლ გაზი, ვისოლ ბუნკირება და ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია. ვისოლი ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც საერთაშორისო ხარისხის მართვის სერთიფიკატის iso- 9001-2008-ს მფლობელია.
ინფორმაციის წყარო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment